ხშირად დასმული შეკითხვები

ქვევით ჩამოთვლილია ის კითხვა/პასუხი რაც ხშირად აინტერესებს ჩვენს მომხმარებელებს. პასუხის სანახავად დააჭირეთ სასურველ კითხვას. განხვავებული კითხვის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

რა არის კედლის სტიკერი?

კედლის სტიკერი არის კედელზე გასაკრავი ნახატი რომელიც გაალამაზებს თქვენს ინტერიერს. სიპრიალის არ მქონე ზედაპირის გამო ჩვენი სტიკერები ძნელად გასარჩევია ნახატისაგან!

რამდენი ხანი ძლებს კედლის სტიკერი?

კედლის სტიკერები ძლებს 3+ წელი, მზადდება უმაღლესი ხარისხის გერმანული მასალისგან რაც აისახება მის გამძლეობაზე.

შესაძლებელია სტიკერის მოძრობა/დემონტაჟი?

კედლის სტიკერის დემონტაჟი ადვილია და არ აზიანებს კედელს მოძრობის დროს! დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, რეკომენდირებულია დემონტაჟის დროს თმის საშრობი “ფენი”-ს გამოყენება.

გასათვალისწინებელია, რომ მოძრობის დროს სტიკერი ზიანდება და ვერ გააკრავთ სხვა კედელზე.

აზიანებს სტიკერი კედელს?

კედელზე გაკრული სტიკერი არ აზიანებს კედელს, ის პირიქით იცავს მას დაზიანებისაგან. ვინაიდან სტიკერის ცალი მხარი ცებოვანია, უმჯობესია აძრობის დროს გამოიყენოთ თმის საშრობი “ფენი” რომელიც გამორიცხავს რაიმე სახის კედლის დაზიანებას.

რთულია სტიკერის კედელზე გაკვრა?

სტიკერის გაკვრა არ არის ძნელი! შეკვეთას მოყვება გაკვრის დეტალური ინსტრუქცია, რომლის დაცვის შემთხვევაში უპრობლემოდ გააკრავთ სტიკერს. რეკომენდირებულია გაკვრამდე ვიდეო ინსტრუქციის ნახვა.

დიდი ზომის სტიკერის გასაკრავად შესაძლოა დაგჭირდეთ დამხმარე ერთი ადამიანი.

რა დრო სჭირდება სტიკერის კედელზე გაკვრას?

სტიკერის გაკვრის დრო დამოკიდებულია მის დეტალიზაციაზე და ზომაზე. ძირითად შემთხვევაში მაქსიმუმ 30 წუთია საჭირო გასაკრავად.

კედლის სტიკერები მხოლოდ კედლისთვის არის?

არა! ჩვენი სტიკერები შეგიძლიათ გააკრათ ნებისმიერ გლუვ ზედაპირზე.

არათანაბარი ზედაპირის მქონე კედელზე შეიძლება სტიკერის გაკვრა?

გლუვი ზედაპირი არის იდეალური სტიკერის გასაკრავად! გლუვ ზედაპირზე გაკრული სტიკერი ძალიან დიდ ხანს ძლებს, თუმცა ზომიერად ხორკლიანი ზედაპირის მქონე კედელზეც შესაძლებელია გაკვრა.

თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენი კედლის სტიკერთან შესაბამისობაში, გთხოვთ დაგვირეკოთ შეძენამდე. შესაძლებელია ნიმუშის გამოგზავნა, რომ დარწმუნდეთ სტიკერის კედელთან შესაბამისობაში.

ახლად შეღებილ კედელზე შეიძლება სტიკერის გაკვრა?

სტიკერის გაკვრა შესაძლებელია კედლის შეღებვიდან 2 კვირის შემდეგ, ამ დროში თქვენი საღებავი მოასწრებს გაშრობას და თავიდან ავიცილებთ საღებავის დაზიანებას.

სად და რისგან მზადდება კედლის სტიკერები?

ჩვენი კედლის სტიკერები მზადდება თბილისში, 100% გერმანული მასალისგან, რომელიც სპეციალურად ჩამოგვაქვს გერმანიიდან.

რა დრო სჭირდება მიწოდებას?

თბილისის მასშტაბით მაქსიმუმ 3 დღის ვადაში მიიღებთ პროდუქტს სახლში. რეგიონებში +2 დღე.

შეიცავს სტიკერი ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებას?

არა! ჩვენი სტიკერები არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის, როგორც ზრდასრულთათვის ასევე ბავშვებისათვის. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით და გამოგიგზავნით სერთიფიკატებს.

პოპულარული პროდუქტები